დაცულია თუ არა პირადი მონაცემების უსაფრთხოება?
ebaycredit.ge ის ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაცია , რომელიც განთავსებულია მომხმარებლის მიერ განვადების თუ რეგისტრაციის ფორმაში, დაცული და კონფიდენციალურია.
რომელი ონლაინ მაღაზიებიდან შეიძლება ნივთის გამოწერა?
ჩვენი სერვისით შეგიძლიათ გამოიწეროთ მსოფლიოს ნებისმიერი პოპულარული ვებ-გვერდიდან (amazon.com, ebay.com და ა.შ ) დეტალური ჩამონათვალი იხილეთ
კატეგორიების მიხედვით.
რომელ საბანკო განვადებას გვთავაზობთ?
ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ბანკების განვადებით:
საქართველოს ბანკი
ლიბერთი ბანკი
თი ბი სი ბანკი
კრედო ბანკი
რა არის ონლაინ საბანკო განვადება?
ონლაინ საბანკო განვადება მხოლოდ იმით განსხვავდება ჩვეულებრივი საბანკო განვადებისგან რომ არ გიწევთ ბანკში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შევსება ბანკის წარმომადგენელთან, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლიდან გაუსვლელად ჩვენს ვებ-გვერდზე.
რა ღირებულების ნივთი შემიძლია გამოვიწერო განვადებით?
ღირებულებები ტრანსპორტირების და განბაჟების ჩათვლით:
მინიმალური - 100 ლარი
მაქსიმალური - 5000 ლარი
შენიშვნა: განბაჟება უწევს მხოლოდ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას
რა ღირებულების პროდუქციას მოუწევს განბაჟება?
განბაჟება უწევს მხოლოდ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას
როგორ გამოვიწერო ?
შეარჩიეთ ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში და ამის შემდეგ ჩვენს მთავარ გვერდზე არსებულ ველში უთითებთ სასურველი პროდუქტის ლინკს და აქლიქებთ ღილაკს „ყიდვა“ .
რა ხდება ღილაკზე „ყიდვა“ დაქლიქების შემდეგ?
გამოდის რეგისტრაციის ფორმა და გადიხართ მარტივ რეგისტრაციას, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შენიშვნის მითითებაც (ზომა, ფერი და ა.შ. )
რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ?
გიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი , ამოწმებს მნიშვნელოვან დეტალებს , გაცნობებთ პროდუქციის მთლიან ღირებულებას და გითანხმებთ განვადების პირობებს (განვადების ვადა 6-დან 24-თვემდე).
შეთანმხების შემთხვევაში პირად კაბინეტში გერთვებათ განვადების ფორმა, რომელსაც ავსებთ და იგზავნება ბანკში განსახილველად (თი ბი სი ბანკი , რესპუბლიკა ბანკი , ლიბერთი ბანკი ).
შენიშვნა: თუ გსურთ განაცხადის გაგზავნა საქართველოს ბანკში, აქლიქებთ ღილაკს რომელზეც გამოსახულია საქართველოს ბანკის განვადების ლოგო , გადადიხართ საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე და ავსებთ განვადების ფორმას.
რა ხდება განვადები ფორმის შევსების შემდეგ?
თქვენს მიერ შევსებული განვადების ფორმა იგზავნება ბანკში და დამტკიცების შემთხვევაში 1 დღის ვადაში მიიღებთ პასუხს SMS-ის სახით. თქვენ მოგიწევთ თქვენს მიერ არჩეულ ბანკის ფილიალში მისვლა და განვადების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.
რა დროში ჩამოდის შეძენილი საქონელი?
საჰაერო რეისები ხორციელდება კვირაში ორჯერ. თუ შიდა ტრანსპორტირება ჯდება ვადებში, შეძენიდან ნივთის ჩამოტანისთვის საჭიროა საშუალოდ 10-14 დღე.
როგორ გავაკონტროლო შეძენილი ნივთის მდებარეობა?
პირად კაბინეტში გამოჩნდება თქვენი შეკვეთა , განახლებადი სტატუსებით: „მიღებული შეკვეთა“ , „ამანათი საწყობშია“ , „გზაშია“ , „ჩამოსულია“, „გაცემულია“
სად მივიღებ შეძენილ პროდუქციას?
პროდუქციის მიღება შეგიძლიათ გადამზიდი კომპანიის ოფისში ან ისარგებლოთ უფასო საკურიერო სერვისით და ჩვენი კურიერი პროდუქტს ადგილზე მოგართმევთ.