1. ტერმინთა განმარტება
1.1. დამკვეთი - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია http://eBaycredit.ge-ზე.
1.2. შემსრულებელი- შპს eBaycredit“ -იურიდიული პირი (ს/კ: 400197292), რომელიც დამკვეთის შეკვეთის შესაბამისად, ეხმარება მას ონლაინ მაღაზიებში საქონლის შეძენაში, ამ მიზნით საბანკო განვადების მიღებასა და მის მიერ შეძენილი საქონლის ჩამოტანაში საქართველოში.
1.3. გადამზიდი კომპანია -http:// postalon.com - შპს ფოსტალონ (ს/კ405124725) - საწარმო, რომელიც ასრულებს საერთაშორისო საჰაერო თუ სახმელეთო გადაზიდვებს.
1.4. შეკვეთა -ერთი ან რამდენიმე ნივთი, რომლის/რომელთა შეძენაც სურს ტვირთის დამკვეთს.
1.5. ბანკი - შპს „ eBaycredit “-ის მომსახურე ბანკი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 შპს „ eBaycredit “ გაუწევს დამკვეთს დახმარებას სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენაში, საქართველოში მის ტრანსპორტირებასა და მის შესაძენად საბანკო განვადების მიღებაში.
3. დამკვეთისა და შემსრულებლის უფლება- მოვალეობები
3.1 დამკვეთი ვალდებულია:
სასურველი შეკვეთის არჩევის შემდეგ, ელექტრონულად შეავსოს განაცხადი განვადების დამტკიცების შესახებ ( განვადების სურვილის შემთხვევაში).
3.2. 3.1 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის გაკეთებამდე, გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვლისწინებულ წესებსა და პირობებს.
3.3 განვადების დამტკიცების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხელი მოაწეროს განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე.

3.4. შემსრულებელი ვალდებულია:
3.4.1. დამკვეთის მონაცემები გაუგზავნოს ბანკს განვადების დასამტკიცებლად.
3.4.2 დამკვეთის სახელით შეკვეთის შესყიდვა/ჩამოტანაში დახმარებისთვის აუცილებელი მოქმედებები დაიწყოს დამკვეთის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, დამკვეთსა და ბანკს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღე მხედველობაში არ მიიღება.
3.5. ბანკის მიერ დამტკიცებული განვადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ხარჯებს:
3.5.1. ტვირთის დამკვეთის მიერ მითითებული შეკვეთის ღირებულება. (შეკვეთის ფასის დაანგარიშება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში-ლარში, შეკვეთის საიტზე განთავსების დღისათვის, შპს „eBaycredit“ მომსახურე ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
3.5.2. ტრანსპორტირების ღირებულება, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ტრანსპორტირების ღირებულების დაანგარიშება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში-ლარში, შეკვეთის შესყიდვის დღისათვის, „eBaycredit“ მომსახურე ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად).
3.5.3. შეკვეთის დეკლალირებასთან დაკავშირებული ხარჯები:
3.5.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ხარჯი.
3.5.5. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური.
3.6. შეკვეთის შესყიდვის/გამოწერის შემდეგ კლიენტს ეძლევა საშუალება ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნოს შეკვეთის სტატუსს, ადგილმდებარეობას, ტრანსპორტირებისთვის საჭირო სავარაუდო დროს და სხვა მსგავსი სახისინფორმაციას.
4. მომსახურების საფასური
4.1. მომსახურების საფასური შეადგენს წინამდებარე ხელშეკრულების 3.5.1 ქვეპუნქტიდან- 3.5.4 ქვეპუნქტის ჩათვლით გათვალისწინებული ფულადი თანხების ჯამის 10 %-ს (ათი პროცენტი) , რომელიც ასევე მოიცავს 2.1.1. პუნქტში აღწერილი მომსახურების საფასურს.
4.2. წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობების 3.5.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეკვეთის ღირებულება არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები.
5. ონლაინ მაღაზიების სტანდარტული პირობები
5.1. წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების მიმართ მოქმედებს ონლაინ მაღაზიის მიერ დადგენილი სტანდარტული პირობები.
5.2. დამკვეთი აღნიშნულ სამომხმარებლო წესებსა და პირობებზე დათანხმებით ადასტურებს: 5.3. პუნქტში მითითებული სტანდარტული პირობების გაცნობის ფაქტს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
5.3. აღნიშნულ წესები და დამატებითი დეტალები განთავსებულია შემდეგ ვებ- გვერდებზე:
http://www.amazon.com/gp/help/customer/display.html?nodeId=1161272
http://pages.ebay.com/help/policies/buyer-rules-overview.html
http://www.6pm.com/customer-service-center
http://www.forever21.com/CustomerService/CustomerService.aspx?br=f21&content=faq
http://oldnavy.gap.com/customerService/info.do?cid=3171&mlink=5151,8562444,1&clink=8562444
http://www.gap.com/customerService/info.do?cid=2136&mlink=5058,10807990,CS_Footer_CustomerService&clink=10807990
http://www.myhabit.com/help/201606360/ref=qd_ft_hp_snr/
https://customerservice.victoriassecret.com/
http://www.asos.com/customer-service/customer-care/help/?help=/app/home
http://www.urbanog.com/faq_help.php?paction=return
http://www.zappos.com/general-questions
http://www.carters.com/cs-shipping.html
https://www.hm.com/us/customer-service
6. შეკვეთის მიღება
6.1. შეკვეთის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება გადამზიდი კომპანიის მიერ დადგენილი რეგულაციის მიხედვით. მომსახურების პირობები განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე - http://postalon.com
6.2. შეკვეთის საქართველოში ტრანსპორტირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს მის მიერ ონლაინ მაღაზიაში შეძენილი საქონლის გადამზიდი კომპანიისგან შეკვეთის მიღება.
6.3. დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა ონლაინ მაღაზიაში მის მიერ მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
6.4. თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში; თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული პრეტენზია წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება ჩამოერთმევა.
6.5. დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) შემსრულებელს აუცილებლად უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით.
6.6. თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია ვალდებულია შეკვეთის ნაკლის შესახებ აცნობოს ონლაინ მაღაზიას, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთის შეცვლას სტანდარტული პირობების შესაბამისად.
6.7. შემსრულებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მაღაზიის მიერ დადგენილი სტანდარტული პირობების შესაბამისად, ონლაინ მაღაზია უარს განაცხადებს ნაკლიანი ნივთის გამოცვლაზე.
6.8. ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში, შემსრულებელი დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ჩამოართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდკომპანიასთან.
6.9. შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს მას შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
7.2. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს, მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.3. შემსრულებელი პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის ან/და ონლაინ მაღაზიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.
7.4 Ebay.com-დან საქონლის განვადებით შეძენის სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში ძალაში შედის ახალი პირობები. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ვებ- გვერდზე გამყიდველების უმეტესობას წარმოადგენენ ფიზიკური პირები, შპს "eBaycredit" არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას ნივთის ხარისხზე. თუმცა, იღებს ვალდებულებას, აღნიშნული რისკის შესახებ აცნობოს დამკვეთს პირადი სატელეფონო კონტაქტის დროს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მას არასურველი პროდუქტის მიღების ან მისი არმიღების შემთხვევაში, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაში, Ebay.com-თან მოლაპარაკების გზით.
8. ფორს–მაჟორი
8.1. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
8.2. თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობისშესაბამისად.
8.3. მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
8.4. შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
8.5. შეუტყობინებლობა ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
9. კონფიდენციალურობა
9.1. წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
9.1.1. იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
9.1.2. ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
9.1.3. ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.
9.2. დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით, შპს „eBaycredit “-ს აძლევს უფლებას ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გადაუგზავნოს ბანკს, განვადების დამტკიცებისათვის და შესაბამისად, დამკვეთის საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმებისთვის, ასევე გამოიყენოს ის სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
10. პრეტენზიები და დავები
10.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე, წარმოქმნილი ყოველგვარი დავის/კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
10.2. დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.3. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
11. დამატებითი პირობები
11.1. ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. დადგენილი სამომხმარებლო ხელშეკრულების წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.